ომი უკრაინაში - დღე მერვე

03 მარტი 2022, 11:02 671 ნახვა

170 საათზე მეტია უკრაინელი სამხედროები და სამოქალაქო პირები წინააღმდეგობას უწევენ რუს ოკუპანტებს. უკვე მე-8 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით.

რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის  ქალაქები. უკრაინის დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში, ძლიერი აფეთქებების სერია იყო. იუწყება საინფორმაციო სააგენტო „უნიანი".

თვითმხილველების თქმით, კიევში აფეთქებები ისმის გოლოსევოსა და პეჩერსკის რაიონებში, ასევე, მეტროსადგურ „ხალხთა მეგობრობის" მიმდებარედ.

დიდ ქალაქებში გამოცხადებულია საჰაერო განგაში. ადგილობრივები თავს ძირითადად მეტროებს, ავტოსადგომებს და მიწისქვეშა თავშესაფრებს აფარებენ.

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმას 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის  ორი ბავშვი.  ამ ინფორმაციას ქალაქის მერი ადასტურებს. ის ამბობს, რომ ქალაქის ცენტრი სრულად დაინგრა. ორი დღის წინ კი ხარკოვში დაბომბვის შედეგად ეუთო-ს წევრი დაიღუპა. მაინა ფენინა ჭურვს პირველ მარტს ემსხვერპლა. ის უკრაინაში ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისიის შემადგენლობაში იყო.

ვლადიმერ ზელენსკიმ ბოლო გამოსვლაში თქვა, რომ 1 კვირაში მოკლულია 9 ათასი  რუსი სამხედრო.  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს 498 დაღუპულ რუს სამხედროზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში