სომხეთი რუსეთის კვალდაკვალ არ აპირებს უკრაინის ფსევდორესპუბლიკების დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას. განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა გააკეთა.
მისი თქმით, სომხეთს სურს, რომ რუსეთმა და უკრაინამ კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაწყვიტონ. იმედი გვაქვს, რომ გადაიდგმება საჭირო ნაბიჯები დაძაბულობის განსამუხტავად და სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად - აღნიშნა უნანიანმა.