გაერო-ში აშშ-ის ელჩის წერილი

21 თებერვალი 2022, 13:53 1229 ნახვა

აშშ-მა გაერო  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში  ე.წ „დასახვრეტელთა“  სიების არსებობის შესახებ გააფრთხილა. ამერიკული გავლენიანი გამოცემების მონაცემებით, ამ   სიაში აღნუსხულია უკრაინაში მცხოვრები რუსი და ბელარუსი ოპოზიციონერები, ჟურნალისტები, ანტიკორუფციული აქტივისტები, ასევე მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები, ლგბტ, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ  ფლობენ  სარწმუნო ინფორმაციას  რუსეთის მიერ იმ  უკრაინელების სიის მომზადების შესახებ, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში   უნდა მოკლან ან   ბანაკებში გაგზავნონ.  ნიუ-იორკ თაიმსი და ვაშინგტონ პოსტი გაეროში აშშ-ის ელჩის გაეროს  ადამიანის უფლებათა დაცვის  უმაღლესი კომისარისადმი  მიწერილ წერილს ეყრდნობიან.  

წერილში აღნიშნულია, რომ  რუსული ძალები ადამიანის უფლებების ფართომასშტაბურ  დარღვევებს, წამებას, უსაფუძვლო დაკავებებს და მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას გეგმავენ.  ამერიკული გამოცემები აღნიშნავენ,   რომ  წერილის ავთენტურობას  სამი ამერიკელი ჩინოვნიკი ადასტურებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი