ორთვიანი ზამთრის შესვენების შემდეგ, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო გაიწელა ''დიდი 10'' მე-11 ტურის თამაშებით განახლდა.
თავისი შეხვედრა მოიგო ბათუმის სარაგბო კლუბმა, რომელიც გასვლაზე ''ლელო სარასენს'' ესტუმრა და 22-31 დაამარცხა.
ბათუმელთაგან ლელოები ქოიავამ, მამრიკიშვილმა, მენაბდემ და წიკლაურმა დადეს.
ზუსტად შესრულებული 3 ჯარიმა და ერთი გარდასახვა ნინიძის ანგარიშზეა.
11 თამაშის შემდეგ ''ბათუმი'' 48 ქულით გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს.
მომდევნო მატჩს ბათუმელები 4 მარტს საკუთარ მოედანზე ''ხარების'' წინააღმდეგ გამართავს.