დონბასში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა - რეზნიკოვი

18 თებერვალი 2022, 14:18 819 ნახვა

უკრაინელმა სამხედროებმა გასულ დღე-ღამეში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 66 დარღვევა დააფიქსირეს. დაშავებულია 2 ჯარისკაცი და 2 სამოქალაქო პირი. მონაცემებს უკრაინის არმიის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ავრცელებს. 

პრორუსულმა ძალებმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღიდან ცეცხლი გახსნეს ბოლოტენოვისა და ნოვოგნატოვის მიმართულებებით.

დონეცკის ოლქში მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენმა აპარატმა შეტაკების ხაზი გადაკვეთა. საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის რეგიონში ნაღმტყორცნიდან კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში.  ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა და მას ცეცხლი გაუჩნდა. არავინ დაშავებულა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი  რეზნიკოვმა დონბასში სადემარკაციო ხაზზე სიტუაციის მკვეთრი გაუარესების შესახებ განაცხადა.

ჩვენი ამოცანაა ამ ანომალიის აღმოფხვრა, რათა იგი ესკალაციის წინაპირობად არ გადაიქცეს - განაცხადა მინისტრმა უკრაინის რადაში გამოსვლისას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში