უკრაინის ერთიანობის დღე

16 თებერვალი 2022, 14:41 976 ნახვა

უკრაინაში დღეს ერთიანობის დღეა.  ყველგან უკრაინის სახელმწიფო დროშა ფრიალებს.  200 მეტრი სიგრძის ეროვნული დროშა უკრაინელებმა კიევის სტადიონზე ჩამოატარეს. 

უკრაინის რადაში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და დროშები გამოიფინა. მინისტრთა კაბინეტის შენობაზე დროშის აღმართვის ცერემონიაში  მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მიიღო.

ერთიანობის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ. მისი თქმით, ყველა უკრაინელის სურვილია მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვროს. ზელენსკიმ 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ ორი დღის წინ გამოაცხადა. 

„გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ვაქცევთ ერთიანობის დღედ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი