კრემლში რუსეთის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გერმანელი პოლიტიკოსის რუსეთის ლიდერთან შეხვედრა პირველია კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. მოლაპარაკებების ღია ნაწილის დროს პუტინმა ბერლინს მოსკოვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პარტნიორი უწოდა და აღნიშნა, რომ მოლაპრაკებების ძირითადი ნაწილი ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სიტუაციის განხილვას დაეთმობა. შოლცმა თავის მხრივ დაძაბული სიტუაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ახლა ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა, ამიტომაც შექმნილ ვითარებაში ორმხრივი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.