გუშინ გმირები დღეს კი უსარგებლო ადამიანები- ამ შინაარსის პლაკატებით ათენში მედიკოსებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ხელისუფლებისგან სამსახურებში დაბრუნებას მოითხოვენ სავალდებულო ვაქცინაციის გარეშე. საპროტესტო აქციაში 5 ათასი აუცრელი მედიკოსი მონაწილეობდა მთელი ქვეყნიდან. მათ შეუერთდნენ ათენის არავაქცინირებული მკვიდრებიც. ზოგიერთმა გადაწყვიტა კანადური მოძრაობის „თავისუფლების კოლონის“ მხარდაჭერა. ამ ორგანიზაციის მოწოდებით მსგავსი პროტესტები უკვე გაიმართა აშშ-ში, საფრანგეთში, ახალ ზელანდიასა და ავტრალიაში.