ქობულეთის 4 საბავშვო ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი არ შედგა 

17 იანვარი 2022, 17:32 1067 ნახვა

ქობულეთის ბაღებში დღეს 2 400 ბავშვიდან 378 გამოცხადდა. მშობელი, რომელიც აჭარის მაუწყებელს დაუკავშირდა აცხადებდა, რომ კვირიკეს საბავშვო ბაღში გათბობა არ ჩართეს, შენობაში სიცივე იყო, რის გამოც აღსაზრდელები არ მიიყვანეს. 

მაუწყებელი ბაღების გაერთიანებას დაუკავშირდა. ია ხალვაშის განცხადებით, სოფელ კვირიკეს ბაღში დღეს 12 საათამდე არცერთი ბავშვი არ მივიდა, ამის გამო ბაღში გათბობა გათიშეს და მოგვიანებით პერსონალიც სახლში გაუშვეს. 

მისივე თქმით, გათბობის პრობლემა არ ყოფილა. ბაღში 37 ბავშვია რეგისტრირებული, დღეს კი უამინდობის გამო არცერთი მათგანი არ გამოცხადდა. 

''​უამინდობის გამო სოფლებში: წყავროკაში, ქაქუთში, აჭყვისთავსა და კვირიკეში ბავშვები არ გამოცხადდნენ. ეს იყო მშობლების გაადწყვეტილება. სხვაგან ჩვეულებრივად მიმდიანრეობს სწავლა და  შეფერხება არ ყოფილა.

გავრცელებულ ინფორმაცია, რომ თითქოს გათბობა არ იყო ჩართული - ეს მცდარია. 12 საათისთვის როცა ბაღში არცერთი ბავშვი არ გამოცხადდა მივეცი მითითება ბაღებს, სადაც სააღმზრდელო პროცესი არ იყო, რომ გათბობა გაეთიშათ. ​ეს იქნებოდა არამიზნობრივი ხარჯვა და რადგან სასწავლო პროცესი არ იყო. გათბობა ტყუილად რატომ უნდა ჩართულიყო. დღეს შიდა გზები იწმინდება და ხვალ უკეთესი მდგომარეობა იქნება. 

დასწრების დაბალი მაჩვენებელი უამინდობას უკავშირდება, ვიცით პანდემიაა და მშობლებს ეშინიათ. ბუნებრივია ვერ დავაძალებთ. მშობლებთან გვქონდა მიმოწერა მოეყვანათ ბავშვები, რადგან ბაღები მზად არიან'' - განაცხადა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა. 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი