ლოს-ანჯელესში პოლიციელებმა პილოტი სიკვდილისგან იხსნეს

10 იანვარი 2022, 17:07 921 ნახვა

ლოს-ანჯელესში  პოლიციელებმა სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოვარდნილი მსუბუქძრავიანი თვითმფრინავიდან პილოტის გამოყვანა სარკინიგზო კატასტროფამდე რამდენიმე წამში შეძლეს.   შემთხვევის ადგილს  სამგზავრო მატარებელი სწრაფი სიჩქარით  უახლოვდებოდა. 

დაშავებულმა პილოტმა კაბინიდან გამოსვლა დამოუკიდებლად ვერ შეძლო. მას ადგილზე მისული სამართალდამცველები დაეხმარნენ.  

რამდენიმე წამის შემდეგ კი ლიანდაგზე დაცემულ თვითმფრინავს  მატარებელი დაეჯახა.  პილოტი საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ მომხმარებლებმა პოლიციელებს გმირები უწოდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი