მღელვარება ყაზახეთში

05 იანვარი 2022, 19:36 1009 ნახვა

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ქვეყნის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს,მისი თქმით, უახლოეს მომავალში ის ყაზახეთის პოლიტიკურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით ახალი წინადადებით გამოვა. ამასთან, პრეზიდენტის ინფორმაციით, არეულობის დროს ქვეყანაში მოკლულნი არიან სამართალდამცველები. როგორც თოყაევმა აღნიშნა, ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს „შეთქმულების მონაწილეები“ უწოდა. სწორედ ის შეცვლის ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობზე. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ნურსულთან ნაზარბაევის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა იყო, რომელიც მან 2019 წელს, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ შეინარჩუნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი