არეულობა ყაზახეთში

05 იანვარი 2022, 18:12 1446 ნახვა

ალმათში მერიის შენობაში ხანძარია. მანამდე შენობაში მომიტინგეები შეიჭრნენ.  ამას გარდა, იწვის ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენციაც, რომელიც ასევე  შტურმით აიღეს  მომიტინგეებმა.  ისმის სროლის ხმაც. ცეცხლი უკიდია ასევე პროკურატურის შენობასაც.  მასობრივი პროტესტი ყაზახეთში უკვე მესამე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 5 მოთხოვნა წაუყენეს. ისინი რეჟიმის შეცვლას, სახალხო არჩევნების ჩატარებას ყველა ოლქსა და ქალაქში, ასევე 1993 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას მოითხოვენ.  მომიტინგეთა მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა ხელისუფლებამ და თხევადი გაზის ფასი შეამცირა. თუმცა არეულობები და პოლიციასთან შეტაკებები არ წყდება, დემონსტრანტებმა რეგიონებში ადმინისტრაციის რამდენიმე   შენობა აიღეს.  დაშავებულია 200-მდე ადამიანი. ყაზახეთში საპროტესტო ტალღა   2 იანვარს ქალაქ ჟანაოზენში თხევადი გაზის ფასის გაორმაგების შემდეგ დაიწყო. ორი დღის შემდეგ ალმათსა და სხვა ქალაქებში აქციის მონაწილეებს,  პოლიციასა და სამხედროებს შორის შეტაკებები დაიწყო. განვითარებული მოვლენების ქვეყნის  მთავრობა გადადგა. პრეზიდენტმა   ალმათისა და მანგისტაუსკის ოლქებში, ასევე ნურ-სულთანში  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში