გასული კვირის განმავლობაში ბელგიაში კოვიდ-19-ით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 52%-ით გაიზარდა. 24-დან 30 დეკემბრამდე ქვეყანაში დღეში საშუალოდ 10 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა. მხოლოდ გასულ ხუთშაბათს კორონავირუსის დაახლოებით 16 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ეპიდემიოლოგები მოსახლეობას "ბუსტერებით" ვაქცინაციას ურჩევენ.