ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია

23 დეკემბერი 2021, 19:30 1604 ნახვა

ვლადიმერ პუტინის განცხადება, თითქოს უკრაინა დონბასში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება, სინამდვილეს არ შეესაბამება, უკრაინა მხოლოდ მშვიდობისკენ მიისწრაფის, – ასე გამოეხმაურნენ უკრაინის საგარეო უწყებაში რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას. უკრაინა რუსეთს მოუწოდებს ყურადღება მიმართოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ და აღმოსავლეთ უკრაინაში საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისკენ. ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება დონბასში ვითარების გადაწყვეტა სამხედრო ძალის გამოყენებით უკვე ორჯერ სცადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში