იაპონიაში სამი სიკვდილმისჯილი დასაჯეს

21 დეკემბერი 2021, 15:17 1216 ნახვა

იაპონიაში ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად აღასრულეს სასიკვდილო განაჩენი. სასჯელის უმაღლესი ზომა ერთდროულად 3 ბოროტმოქმედს მიუსაჯეს. ისინი ჩამოახჩვეს. ხელისუფლება მათ სახელებს არ ასაჯაროვებს. ამ ბოლოს იაპონიაში 2019 წელს   სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელის მთელი ოჯახის მვლელობაში იყო ბრალდებული.  ადვოკატების იაპონურმა ასოციაციამ არაერთხელ მოითხოვა ქვეყანაში სასიკვდილო განაჩენის გაუქმება  და მისი სამუდამო პატიმრობით შეცვლა.  ჩამოხრჩობის გზით განაჩენები  ქვეყნის იუსტიციის მინისტრის მხოლოდ წერილობითი ბრძანების შემდეგ მოჰყავთ სისრულეში.  დღეისთვის იაპონიაში სიკვდილით დასჯას ასზე მეტი პატიმარი  ელოდება.  როგორც წესი, სასიკვდილო განაჩენი სისრულეში ჩამოხრჩობის გზით მოჰყავთ, თუმცა  მაშინვე არა, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან  რამდენიმე წლის შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში