თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

14 დეკემბერი 2021, 15:29 1623 ნახვა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 2 და დაშავებულია 28 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ტურისტულ კომპანია ტოპჩამს ეკუთვნის,  იზმირიდან ტოკატის მიმართუელებით ასრულებდა რეისს. წინასწარი ვერსიით, წვიმის შედეგად მოლიპულ გზაზე ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტობუსი გადატრიალდა. მძღოლის ასისტენტის  განცხადებით, ავტობუსის მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.  შემთხვევის ადგილზე ჟანდარმერიის, სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მეხანძრე-მაშველებია მობილიზებული. ავარიის გამო ამასია-ჩორუმის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა გარკვეული დროის განმავლობაში შეფერხებული იყო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი