ართვინში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

13 დეკემბერი 2021, 14:43 1026 ნახვა
00:00
00:00

12 ადამიანი დაშავდა თურქეთის ქალაქ ართვინში ძლიერი  ხანძრის შედეგად.  შემთხვევა  ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში მოხდა. ცეცხლი  ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა და იგი სწრაფად  გავრცელდა მთელ შენობაში. ართვინის გუბერნატორის თქმით, 3 დაშავებული  სახესა და ხელებზე მიღებული მძიმე დამწვრობების გამო ტრაპიზონში გადაიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით,  7 დაშავებულს  ძლიერი კვამლის გამო სასუნთქი გზების  დამწვრობა აღენიშნება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი