ბაიდენ-პუტინის ვიდეოსამიტისთვის მზადება

07 დეკემბერი 2021, 13:52 1082 ნახვა

ვლადიმერ პუტინთან ვიდეოსამიტამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"ლიდერებმა განიხილეს საერთო შეშფოთება უკრაინის საზღვრებზე რუსული არმიის გაძლიერებასთან დაკავშირებით და რუსეთის მზარდი მკაცრი რიტორიკა. მათ რუსეთს დაძაბულობის შემცირებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდეს და შეთანხმდნენ, რომ დიპლომატია, განსაკუთრებით "ნორმანდიულ ფორმატში", მინსკის შეთანხმებების განხორციელების გზით, დონბასში კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზაა", - აღნიშნულია განცხადებაში.

იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა  უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. ბაიდენ-პუტინის ვიდეოსამიტი დღეს საღამოს გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში