ჯანმო საერთაშორისო შეთანხმების გაფორმების ინიციატივით გამოდის

01 დეკემბერი 2021, 18:36 970 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიების პრევენციისა და კონტროლისთვის ერთობლივი მოქმედებების მიზნით საერთაშორისო შეთანხმების გაფორმების ინიციატივით გამოდის.  ორგანიზაცია  ამ დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ  მოლაპარაკებებს ყველა წევრ ქვეყანასთან  გამართავს.  შეთანხმება 2024 წლის მაისისთვის იქნება მზად.  დოკუმენტი  ვირუსებსა და დაავადებებზე ჩატარებული კვლევის შედეგებს მოიცავს. შეთანხმების შექმნის გადაწყვეტილებას ევროკავშირმა და აშშ-მა დაუჭირეს მხარი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი