საბერძნეთში აუცრელი პენსიონერები დაჯარიმდებიან

30 ნოემბერი 2021, 18:36 944 ნახვა

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებულებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია წესდება. აუცრელები ყოველ თვე 100 ევროთი დაჯარიმდებიან. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.  მისი თქმით, 12 წელს გადაცილებული 4 ბერძენიდან 3 აცრილია, ხოლო 60 წელს გადაცილებული 580 ათასი ადამიანიდან ვაქცინაცია მხოლოდ 60 ათასმა გაიარა. პრემიერის თქმით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს.  „ჩემი გადაწყვეტილება ნიშნავს დაცვას და არა დასჯას“, - განაცხადა მიცოტაკისმა. 11-მილიონიან საბერძნეთში მოსახლეობის 63%  სრულად ვაქცინირებულია.   ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დრომდე 60 წელს გადაცილებული ასაკის 520 ათასმდე მოქალაქე აუცრელია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში