ბაიდენ-პუტინის შეხვედრისთვის მზადება

30 ნოემბერი 2021, 18:35 818 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი თანაშემწეები მომავალ თვეში აშშ-ის ლიდერის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ვირტუალური საუბრისთვის ემზადებიან. ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შეკავების ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის კიევისთვის სამხედრო დახმარების გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. "დისკუსია მიმდინარეობს იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი და მისი თანაშემწეები მომავალ თვეში პუტინთან ვირტუალური საუბრისთვის ემზადებიან“, - წერს ვაშინგტონ პოსტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში