ნიდერლანდებში კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებენ

22 ნოემბერი 2021, 15:36 687 ნახვა

ნიდერლანდებში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სასტიკი შეტაკებებია. ქალაქებში გრონინგენში, ენსჰედეში, ტილბურგსა და ლეუვარდენეში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.  ქვეყანაში  არეულობები უკვე მესამე დღეა გრძელდება.მანამდე როტერდამსა და ჰააგაში  მასობრივი აქციები დარბევებში და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.  როტერდამში დემონტრანტებმა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი დაამტვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს.  წესრიგის დამცველებმა  აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და  წყლის ჭავლი გამოიყენეს,  განახორციელეს გამაფრთხილებელი გასროლებიც.   ლოკდაუნის მოწინააღმდეგეები ამტრევდნენ მაღაზიების ვიტრინებს, ქუჩებში ანთებდნენ კოცონებს, ცეცხლს უკიდებდნენ ავტომობილებს და ნაგვის კონტეინერებს.  დაშავებულია ათობით ადამიანი. პოლიციამ ასზე მეტი  მომიტინგე  დააკავა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში