იაპონელი მეცნიერები

22 ნოემბერი 2021, 10:07 678 ნახვა

იაპონელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამი ბევრი მუტაციის შემდეგ შესაძლოა, თვითგანადგურებამდე მიდიოდეს. იაპონური გამოცემა „ჯაფან თაიმსი“ წერს, რომ „დელტა“ ვარიანტთან დაკავშირებული მეხუთე და ყველაზე დიდი ტალღის შემდეგ, ქვეყანაში ამჟამად ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი კლება შეინიშნება. იაპონური გამოცემა მკვლევარებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შესაძლოა, „დელტა“ ვარიანტმა „იზრუნა საკუთარ თავზე თვითგანადგურების აქტით“.

სამი თვის განმავლობაში იაპონიაში ყოველდღიურად ინფიცირების 26 000 ახალი შემთხვევა ვლინდებოდა, ახლა კი ყოველდღიურად 200 ახალი შემთხვევის შესახებ იუწყებიან.

ბევრი მკვლევარი მიუთითებს მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, რომლებიც მოიცავს ვაქცინაციის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მოწინავე ქვეყნებს შორის, სადაც მცხოვრებლების 75 პროცენტზე მეტი სრულად არის აცრილი. სხვა პოტენციური ფაქტორები არის სოციალური დისტანცირებისა და ნიღბის ტარების ზომები, რომლებიც ახლა ღრმად არის ჩანერგილი იაპონურ საზოგადოებაში.

„ვირუსი ცოცხალი და ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, შემთხვევები ნამდვილად გაიზრდებოდა, რადგან ნიღბები და ვაქცინაცია არ აფერხებს გარღვევას ზოგიერთ შემთხვევაში“, – აღნიშნულია კვლევაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში