"ბორჯღალოსნების" ფრე ფიჯის ნაკრებთან

20 ნოემბერი 2021, 20:47 1055 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების მორიგი დაპირისპირება გამართა და ნეიტრალურ მოედანზე მადრიდში ფიჯის ნაკრებს ფრედ 15-15 ეთამაშა.

შეხვედრაში ანგარიში ჯარიმიდან აბჟანდაძემ გახსნა და საქართველო 3 ქულით დაწინაურდა.

საერთო ჯამში პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 9-5 დასრულდა.

მეორე ტაიმში ფიჯელებმა თამაშს მოიმატეს და საბოლოოდ ჯამში საქართველომ ფავორიტ ფიჯის ნაკრებთან ფრედ ითამაშა.

ამ ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ პირველად დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ფიჯი მსოფლიოს რეიტინგში მე-11 პოზიციაზეა, ხოლო საქართველო კი მე-12 ადგილს იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში