ამერიკელი კონგრესმენების ინიციატივა

19 ნოემბერი 2021, 13:15 864 ნახვა

ამერიკელი კონგრესმენები სტივ კოენი და ჯო უილსონი წარმომადგენელთა პალატაში წინადადებით შევიდნენ არ აღიარონ რუსეთის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურად, თუკი იგი 2024 წელს ახალი ვადით კენჭისყრას გადაწყვეტს.

რეზოლუციის პროექტში  აღნიშნულია  არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები, რომელთა წყალობით პუტინი ხელისუფლებაში იმყოფება და ამტკიცებს პოზიციას, რომ  თანამდებობაზე მისი შემდგომი დარჩება უკანონოა - განაცხადეს კონგრესმენებმა. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ეწინააღმდეგება რუსეთის კანონმდებლობას და საერთაშორისო ვალდებულებებს.

კონგრესმენების მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი დოკუმენტს სარეკომენდაციო ხასიათი ექნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში