ქობულეთის მუნიციპალური ავტოპარკის განახლება დაიწყო. მუნიციპალიტეტს "ისუზუს" მარკის 4 ახალი ავტობუსი შეემატა. ტრანსპორტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით.
ქობულეთის მერის განცხადებით, ახალი ავტობუსები აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებზე ივლის. ერთი ავტობუსი კი სოფელ ჭახათის მიმართულებით იმოძრავებს.
ჯერჯერობით არ მოქმედებს გადახდის ელექტრონული სისტემა, ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი საბარათე სისტემა ზაფხულში ამოქმედდება.
რაც შეეხება არსებულ ძველ ავტობუსებს, ისინი საჭიროებისამებრ ქობულეთის სოფლებში გადანაწილდებიან.