ინდოეთსა და შრი-ლანკაში უამინდობამ ჯამში 41 ადამიანი იმსხვერპლა. შრი-ლანკაში წვიმას და მისგან გამოწვეულ მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ხუთი მოქალაქე. 16 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ტამილნადუს შტატში.
დაიტბორა შტატის დედაქალაქი ჩენაი, სადაც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქიის გამო დაკეტილია სკოლები და კოლეჯები, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.