ნიგერიის სამხრეთ ნაწილში ხანძარს დაწყებითი კლასის მინიმუმ 26 მოსწავლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 14 ბავშვი, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა. ცეცხლი ჩალით გადახურულ საკლასო ოთახებში გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ნიგერში ხანძრის შედეგად მოსწავლეები დაიღუპნენ.
აპრილში დედაქალაქ ნიამეში ხანძარს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 20 ბავშვი ემსხვერპლა.