გერმანიაში კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია

04 ნოემბერი 2021, 14:03 864 ნახვა

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსის 33 ათას 949 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი გახდა.  ბოლო დღე-ღამეში 165 ადამიანი გარდაიცვალა.  ამჟამად 100 ათას სულ მოსახლეზე ინფიცირების რიცხვი 154,5 შეადგენს. 

გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რომელიც მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ვაქცინაციის შემდეგ, კარანტინის  გამკაცრების  წინაპირობაა.  ამჟამად გერმანიაში სრულად აცრილია მოსახლეობის 66,8 პროცენტი.

ვაქცინირებულია ზრდასრული ადამიანების 77,4 პროცენტი, 12-დან 17 წლამდე მოზარდების - 41,9 პროცენტი. 

ქვეყანაში 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია ჯერ რ დაწყებულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში