სუდანში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

25 ოქტომბერი 2021, 13:43 589 ნახვა

სუდანში სამხედრო გადატრიალების პროტესტის ნიშნად პილოტები, ბანკების თანამშრომლები და ექიმები  გაიფიცნენ. გაფიცვის ორგანიზატორები საყოველთაო  გაფიცვასა და სამოქალაქო ბოიკოტს  აცხადებენ და ყველა მოქალაქეს  მოუწოდებენ  ქუჩაში გამოსვლისა და  სუდანელი ხალხის რევოლუციის დაცვისკენ სამხედრო გადატრიალების საპასუხოდ. 

საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულია 12 ადამიანი. გაფიცულები სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს სუდანის დიქტატურის ეპოქაში დაბრუნების სურვილში ადანაშაულებენ. სუდანის ინფორმაციის სამინიტროს თანახმად,   სამხედროებმა უცნობი მიმართულებით წაიყვანეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც უარი თქვა გადატრიალების მხარდაჭერაზე. 

ასევე დაკავებულია რამდენიმე მინისტრი.  სამხედროებმა დედაქალაქში ინტერნეტი გათიშეს, გადაკეტეს ხიდები.  გაფიცულებმა რამდენიმე ქუჩა დაბლოკეს და საბურავები დაწვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში