ბათუმის 35 წევრიან საკრებულოში ძირითად სიტყვას ოპოზიცია იტყვის. 19 საერთო მანდატით 3 დეპუტატი გახარიას პარტიას, 1 კი ლელოს ეკუთვნის, შესაბამისად სწორედ ყოფილი პრემიერის გუნდზეა დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქართული ოცნების 16 დეპუტატის მხარეს იქნებიან თუ „ნაციონალური მოძრაობის“ 14-ის. პარტია „საქართველოსთვის“ ოპონენტებს კონსულტაციებს სთავაზობს,რათა საზოგადოების საჭიროებები ერთად მოაგვარონ. კოალიციური მმართველობის მომხრეა ნაციონალურ მოძრაობა, თუმცა პარტიებთან კონსულტაციებს კატეგორიულად გამორიცხავს სახელისუფლებო პარტია, მაგრამ არა ცალკეულ დეპუტატთან თანამშრომლობას.