პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი ასპარეზობს და სამივე მათგანს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.
ტატო გრიგალაშვილი, რომელიც წონის და მთლიანად ტურნირის პირველი ნომერია, ფინალში იაპონელ სპორტსმენს ტაკეში სასაკის შეხვდება.
ფინალურ ბლოკში 90კგ-ში ვიხილავთ ლუკა მაისურაძეს, რომელმაც რეპეშაჟში ავსტრიელ ბორჩაშვილს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
დღეს გამომსვლელი მესამე ქართველი ონისე სანებლიძე მეოთხედფინალში რუმინელ ძიუდოისტთან დამარცხდა ,რეპეშაჟში ფრანგ ძიუდოისტს მოუგო და ფინალურ ბლოკში ისიც მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
ცნობისთვის გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.