ევროპარლამენტარები ლუკაშენკოს გასამართლებას მოითხოვენ

06 ოქტომბერი 2021, 12:26 936 ნახვა

ევროპარლამენტის წევრები ბელარუსიის პრეზიდენტზე ზეწოლის გაზრდასა და  საერთაშორისო დევნის დაწყებას ითხოვენ. მიზეზად ისინი ლუკაშენკოს მიერ  ქვეყანაში  განხორციელებულ მასობრივ წამებას და რეპრესიებს ასახელებენ.  ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრი ანდრიუს კუბილიუსი ლუკაშენკოს  საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემას მოითხოვს.

ლიეტუველი ევროდეპუტატს მოთხოვნას  მხარს  უჭერს მისი გერმანელი კოლეგა,  რომელიც ამბობს,  რომ ბელარუსის ლიდერის წინააღმდეგ საქმის გამოძიება   წამების ფაქტებზე უნდა დაიწყოს. ევროპარლამენტთა  ეს მოთხოვნა ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდება, რომელსაც 7 ოქტომბერს უნდა უყარონ კენჭი.

ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ ლუკაშენკომ პირადად გასცა ოპოზიციონერი დემონსტრანტების უკანონო დაკავების და წამების ბრძანება. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს ბელარუსში რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს, რომელთაგან  700 დღემდე საპატიმროში რჩება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი