ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით, 7.41% შეადგინა, რაც 259 273 ამომრჩეველია - ცესკო

02 ოქტომბერი 2021, 11:53 586 ნახვა

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით, 7.41% შეადგინა, რაც 259 273 ამომრჩეველია.

ნათია იოსელიანის განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი -  ქვემო ქართლში დაფიქსირდა.

„10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 7,41%-ს შეადგენს, რაც რაოდენობრივად 259 273 ამომრჩეველს უდრის.

რეგიონებიდან  ​მაღალი აქტივობა - 11,2% რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი ქვემო ქართლში - 6,1%“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში