საზოგადოებრივი მაუწყებლები, პირველი არხი და აჭარა ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდნენ კამპანიას - ეუთო/ოდირი

31 ოქტომბერი 2021, 15:14 1273 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლები, პირველი არხი და აჭარა ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდნენ კამპანიას-ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, კერძო ტელევიზიების მხრიდან აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმი.

"მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებლები, პირველი არხი და აჭარა ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდნენ კამპანიას, კერძო ტელევიზიების მხრიდან აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმი, რაც აშკარად იყო მიმხრობა ერთი ან მეორე პოზიციისადმი.

გაშუქება ძირითადად გამოიხატებოდა ურთიერთშეტევაში და ურთიერთბრალდებებში პარტიებსა და კანდიდატებს შორის.

ნაკლებად შუქდებოდა ზოგადად პოლიტიკის საკითხები ან ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, რაც ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას. ზოგიერთი ტელევიზია შეეცადა დებატების ორგანიზებას მეორე ტურში, მაგრამ ასეთი დებატები არ შემდგარა, რადგან მონაწილეებს ამის სურვილი არ გამოუვლენიათ“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა პრესკონფერენციაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში