ძალადობის მიუხედავად გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა - ნიკა მელია

30 ოქტომბერი 2021, 20:23 940 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თბილისის მერობის კანდიდატმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, ძალადობის მიუხედავად “ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა”.

ნიკა მელიას თქმით, იყო მოსყიდვა, მუქარა, თანხების დარიგება, მაგრამ ადამიანებმა არჩევანი მაინც ცვლილებების სასარგებლოდ გააკეთა. 

''დღეს დავინახეთ, რომ ''ქართული ოცნება'' საერთოდ მარცხნივ არის და კილომეტრობითაა დაშორებული პოლიტიკას. თავიდან ბოლომდე ძალისმიერი მეთოდებით, პოლიციელებით, პროკურორებით, ვითომ ,,ძველი ბიჭებით'' - ასე ატარებენ არჩევნებს. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა და მადლობა იმისათვის, რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს. ეს ზონდერები მე ფიზიკურად მისწორდებიან. ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს ვინც, როდესაც მე აქ ვსაუბრობ, თითოეული ხმისთვის იბრძვის. ამ 2000 უბანზე ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება. ღირს სიცოცხლის დათმობაც კი ამ სიველურის დამთავრებისთვის. 

დღეს ადამიანებმა არჩევანი გააკეთეს  ცვლილების, სიკეთის, კონკურენციის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისია, რომ შესაძლებელია, მაინცდამაინც მზე და მთვარე არ ამოსდიოდეთ იმ პოლიტიკურ პარტიებზე რომლებიც კოალიციაში გავერთიანდით, მაგრამ ყველა მიხვდა, რომ რეალობა ვერ შეიცვლება  ცვლილებების გარეშე'' - განაცხადა მელიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში