ცვლილებას უჭერდა ბათუმი მხარს და დაუჭირა ბოლომდე - გიორგი კირთაძე 

30 ოქტომბერი 2021, 20:43 1419 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ბათუმის მერობის კანდიდატის განცხადებით, ხალხის განწყობა ოქმებში და არჩევნების შედეგებში უნდა აისახოს. 

გიორგი კირთაძის თქმით, ქვეყანაში სიძულვილის ენა,  პოლიტიკური და პარტიული ნიშნით ადამიანების დევნა დასრულდა.

''ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციამ შეძლო გამარჯვება.  ბათუმში და სხვა ქალაქებშიც, ყველა უბანზე, ''ქართული ოცნება'' ახდენდა ''ბეიჯიანი ძველი ბიჭებიდან'' დაწყებული, ყველა იმ ადამიანის კორდინაციას და მობილიზებას, რომელიც ყავდა დღის განმავლობაში ამ კამპანიაში ჩართული.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ საუბნო კომისიებმა იმუშაონ ძალიან მშვიდად და დაიწეროს შემაჯამებელი ოქმები. ოქმებში უნდა აისახოს ხალხის განწყობები და შედეგები.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება კარგად. მთავარი ცვლილება ჩვენთან უკვე მოხდა. დასრულდება ამ ქვეყანაში სიძულვილის ენა, დასრულდება პოლიტიკური და პარტიული ნიშნით ადამინების დევნა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანზე უნდა მივიდეთ - თავისუფლებაზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა გათავისუფლდეს და ზოგადად ჩვენი ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს '' - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში