არჩევნების მეორე ტური შედგა, სულ დაიწერა 272 საჩივარი - ცესკოს თავმჯდომარე

31 ოქტომბერი 2021, 12:15 957 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შედგა.

მისივე თქმით, კენჭისყრაში 1 025 406 -მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო პროცესი კი კონკურენტულ გარემოში წარიმართა.

"საარჩევნო პროცესი საკმაოდ კონკურენტული იყო, მიუხედავად ამისა, იყო ხარვეზებიც, თუმცა, საერთო ჯამში არამხოლოდ ჩვენი შეფასებით, საუბნო - საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მცირე ხნით შეფერხდა კენჭისყრის პროცესი რამდენიმე უბანზე კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ ჰქონია.

არჩევნების მეორე ტური შედგა და მინდა მადლობა გადავუდახო საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს - სადამკვირებლო ორგანიზაციებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღეს,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ​მეორე ტურის საბოლოო შედეგები შეჯამდება არაუგვიანეს 13 ნოემბრისა კანონმდებლობის შესაბამისად.

კალანდარიშვილის განცხადებით, გუშინ სულ 272 საჩივარი დაიწერა, აქედან 121 იყო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დაწერილი, 151 საარჩევნო სუბიექტების მიერ. მათი უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში