არჩევანი გავაკეთე ღირსეული და თავისუფალი ბათუმისთვის - თორნიკე რიჟვაძე

30 ოქტომბერი 2021, 11:00 931 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საარჩევნო უბნებზე მისვლას აქცია პერფომანსი და ხმაური მოჰყვა. უბანზე ''ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც რამდენიმე პრეტენზია გამოთქვეს, მათ შორის რატომ აშუქებდა მედია თორნიკე რიჟვაძის ხმის მიცემის პროცესს. 

მედიის წარმომადგენლებმა თორნიკე რიჟვაძეს ასევე 55-ე უბანზე მომხდარი ინციდენტის შესახებაც კითხეს. ხმის მიცემის დროს არჩილ ჩიქოვანს ალექსანდრე მილორავა ფოტოსურათით დახვდა. სურათზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატი ერთად არიან. 

''როცა საკუთარ ძალებში აღარ ხარ დარწმუნებული და გამარჯვების ეიფორია გადაგივლის, რა თქმა უნდა ეს არის ის განწირული ქმედებები, რომელსაც ,,ნაცმოძრაობა'' ახორციელებს, თუმცა ესეც არის კიდევ ერთი ინდიკატორი, თუ რატომ უნდა გავაკეთოთ ჩვენ არჩევანი მშვიდი, თავისუფალი ქალაქისა და ქვეყნისთვის'' - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. 

რაც შეეხება არჩევანს, თორნიკე რიჟვაძმ განაცხადა, რომ არჩევანი გავაკეთე ღირსეული და თავისუფალი ბათუმისა და ბათუმელებისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. 

''არჩევნი გავაკეთე იმ ბათუმისთვის და საქართველოსთვის, სადაც თითოეული ადამიანის ღირსება და  თავისუფლება გარანტირებულია, სადაც ბიზნესი ხელშეუხებელია და ვერავინ გაბედავს მის ,,გაკულაკებას''. 

რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე ბატონი არჩილ ჩიქოვანის სასარგებლოდ და იმავეს  მოვუწოდებ ბათუმელებს და ჩვენს მხარდამჭერებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამარჯვება  საბოლოოდ შედგება  და დაიწყება ამ ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი'' - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში