ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან დაკავშირებით, მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს - ევროპარლამენტარი 

31 ოქტომბერი 2021, 15:32 1248 ნახვა

''მეორე ტურში ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი შემოვიდა საჩივარი ძალადობასთან დაკავშირებით, ასევე დაშინებასა და წამაქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით, ძირითადად ოპოზიციის მიმართ - აცხადებს ლატვიელი ევროპარლამენტარი.

ინესე ვაიდერე​ს თქმით, მთლიანობაში თვითმმართველობის საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა იყო ხარვეზები.

​''თბილისში არ იყო დიდი დარღვევები, რამდენიმე გართულების გარდა. უბნების ნაწილი არ იყო საკმარისად მოცულობითი, რომ დაცული ყოფილიყო კოვიდრეგულაციები. იმედი მაქვს, რომ ეს ვითარება არ მოახდენს გავლენას. დისტანცირება ნამდვილად აუცილებელია. 

ჩვენმა მეორე გუნდმა, ზუგდიდში არეულობები დააფიქსირა, საარჩევნო უბნების მახლობლად. ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს მოვლენები, რაც ხდებოდა ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. როგორც ჩანს ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაფიქსირებას და მათ დაშინებას. მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, როგორც ჩვენ გვითხეს, ვერ გადმოვიდნენ აფხაზეთიდან მოქალაქეები ზუგდიდის მიმართულებით. მათ ფაქტობრივად აღეკვეთათ არჩევნების განხორციელების უფლება.

საქართველო არის ნომერ პირველი, უმაღლეს პარტნიორებს შორის ევროკავშირისთვის. კარგი იქნებოდა თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა ამ გაყოფას და უფრო მეტად ყურადღებას გაამახვილებდა თანამშრომლობაზე და რეფორმებზე. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციების შესრულებას" - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში