„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა.
დირექტორობის კანდიდატები აკაკი ბერიძე და ნიკოლოზ მეგრელიშვილი არიან.
ტელევიზიის დირექტორი სამი წლის განმავლობაში ვლადიმერ ტატიშვილი იყო, რომელმაც დაკავებული თანამდებობა პირადი განაცხადის საფუძველზე ერთი თვის წინ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსანტებს ამ მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთები უნდა წარმოედგინათ. ღია კონკურსი კი ორ ტურად ჩატარდება. ზემოთ აღნიშნული საბუთების გარდა, პირველი ტურისთვის კანდიდატებს უნდა წარმოედგინათ განცხადება (საკონტაქტო მონაცემების მითითებით) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სახელზე და შემდეგი დოკუმენტები:
დირექტორობის კანდიდატებს დოკუმენტები უნდა წარმოედგინათ შესაბამისად დამოწმებული ასლების სახით საზოგადოებრივ მაუწყებელში შემდეგ მისამართზე – ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #31 ან გამოეგზავნათ დოკუმენტების ორიგინალების ასლები ელექტრონული სახით შემდეგ ელ.ფოსტაზე –board@1tv.ge 2025 წლის 13 აგვისტოდან 2025 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.
კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის და შერჩევის საფუძველზე, გამოვლინდებიან მეორე ტურში გასული კანდიდატები, რომლებმაც ელ.ფოსტაზე -board@1tv.ge უნდა წარმოადგინონ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მართვის ხედვა (არაუმეტეს ორი ფურცლისა).
მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. მეორე ტურის გამართვის თარიღი, ასევე, პირველი და მეორე ტურის შედეგები სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადდება დამატებით.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კანდიდატის გამოვლენის მიზნით დაამტკიცა კენჭისყრის ჩატარების წესი.