რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროგრესი

10 დეკემბერი 2025, 17:54 125 ნახვა

"მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროგრესს ადგილზე გაეცნო.

ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს 5 ახალი ხიდის და 3 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, 4 კმ-იანი გზის მშენებლობა-მოდერნიზება დასრულების ეტაპზეა, მიმდინარეობს ფერდის დამუშავების, სადრენაჟე არხების მოწყობის და საბოლოო მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

რიკოთის ახალი გზა 8 კმ-ით ამცირებს მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს." - ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი