ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ უნებართვო ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა

10 დეკემბერი 2025, 10:03 202 ნახვა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, სანაპირო ზოლზე, უნებართვოდ განთავსებული კაფე-ბარებისა და სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. 

"სამუშაო პროცესი ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, ადმინისტრაციული ზედამხედველობის თანამშრომლების ჩართულობით შესრულდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი. ბათუმის ძველი ბულვარის, ცენტრალური პარკისა და გონიოს სანაპირო ზოლის შემდეგ, სამუშაოები ბოტანიკური ბაღის სანაპიროზე გრძელდება. პროცესი ეტაპობრივად ქალაქის ყველა ლოკაციას მოიცავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი