ბათუმში საახალწლო სამზადისი დაიწყო

09 დეკემბერი 2025, 11:44 90 ნახვა

ბათუმში, საახალწლო სამზადისი დაიწყო. ევროპის მოედანზე ნაძვის ხის აწყობა და ქუჩებში განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გარეგანათებებს შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ამონტაჟებენ, სამუშაოებს ტენდერით შერჩეული კომპანია ახორციელებს. 

სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბათუმის მერიამ 3 წლის წინ 968 ათას 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდა.

დამატებით ინფორმაციას საახალწლო სამზადისთან დაკავშირებით მერიისგან ველოდებით.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში