ფორბსის ახალ რეიტინგში ილონ მასკი ლიდერობს

28 სექტემბერი 2021, 15:42 888 ნახვა

ილონ მასკმა, რომელიც კომპანიებში სპეის-იქსსა და ტესლაში წილებს ფლობს, მსოფლიოს  უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა და წინ გაუსწრო ამაზონის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს.  მასკის ქონებამ პირველად გადააჭარბა 200 მილიარდ ამერიკულ დოლარს. იგი მსოფლიოში რიგით მესამე ადამიანია, რომლის ქონება 200 მილიარდს აღემატება. პირველი 2020 წლის აგვისტოში ბეზოსი გახდა, მეორე  ბერნარ არნო, რომლის   ქონებამ 200 მილიარდიანი ზღვარი ივნისში გადალახა.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში