რუსეთის პრეზიდენტის კვალდაკვალ თვითიზოლაციაში შესაძლოა პატრიარქიც გადავიდეს

14 სექტემბერი 2021, 17:01 977 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის  შემდეგ თვითიზოლაციაში  შესაძლოა  სრულიად რუსეთის  პატრიარქი კირილი გადავიდეს. 

გასულ შაბათს პატრიარქი და პრეზიდენტი მემორიალური კომპლექსის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ  რუსეთის ლიდერი მის გარემოცვაში კოვიდ-19-ის რამდენიმე  შემთხვევის გამოვლენის შემდეგ იძულებით თვითიზოლაციაში წავიდა. 

მომდევნო დღეებში დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებში ვლადიმერ პუტინი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი