საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დღეს 23-ე ტურის მატჩებით განახლდა. ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხზე შედგა. "საბურთალომ" ბათუმის "დინამო" მიიღო და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველივე წუთზე "საბურთალოს" შემადგენლობიდან გოჩალეიშვილმა ბურთი უკან საკუთარი ნახევრისკენ გაგზავნა, თუმცა ჯგერენაიას ჯოვინო ფლამარიონმა დაასწრო და ოთო გოშაძეს შანსი არ დაუტოვა.
ბრაზილიელმა ‘’დინამო’’ დააწინაურა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე თბილისელებმა კარგი შეტევა გაანრხორციელეს ,რომელიც გოლად ტაბატაძემ გარდაქმნა და წონასწორობა აღადგინა 1-1.
ბათუმელებს რამდნიმე ეპიზოდში გოლის გატანა შეეძოლოთ, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო ‘’საბურთალოს’’ კარის დარაჯი ოთო გოშაძე.
რაც შეეხება სხვა შეხვედრებს:
23 შეხვედრის შემდეგ ეროვნულ ლიგას 47 ქულით გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმის ''დინამო'' ლიდერობს. 3 ქულით ნაკლები აქვს თბილისის ''დინამოს''.
მესამე ადგილზე კი 38 ქულით გორის ''დილა'' იკავებს. ქობულეთის ''შუქურას'' 21 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
24-ე ტური 16 სექტემბერი ბათუმის დინამო - ლოკომოტივი 19:00 საათი ტორპედო - შუქურა 21:00 საათი.