საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ახალი გამოწვევა ელის - მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ჩვენს ნაკრებს 2 ეტაპის დაძლევა სჭირდება.
პირველი საკვალიფიკაციო ჯგუფები დღეს შვეიცარიაში გამართული წილისყრის შედეგად შეირჩა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 8 ჯგუფიდან ბოლოსწინა – G ჯგუფში ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მოხვდა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მთავარი მიზანი პირველ რიგში ჯგუფური ეტაპის დაძლევა იქნება.