ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მფლობელები აჭარის ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ

27 აგვისტო 2021, 17:34 929 ნახვა

ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მფლობელები აჭარის ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ვერ მოისმინეს. ისინი ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას ითხოვეს.

''პანდემიამ ხალხი დააზარალა, ჩვენ ვითხოვთ პრობლემა ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოაგვაროს. გამოაგზავნეს მინისტრი, რომელიც არაფერს წყვეტს და შარშანდელ კომბინაციებს გვთავაზობს. ჩვენ კი წინააღმდეგი ვართ. მოვითხოვეთ ეს საკითხი ხელისუფლებამ სარეზერვო ფონდის დახმარებით გადაწყვიტოს'' - განაცხადა შეხვედრის შმდეგ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, რომ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან აქტიურად მუშაობენ.

''როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელსაც მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული, რომ მოქალაქეებს ეპიდვითარებიდან გამოწვეული ტვირთი შევუმსუბუქოთ. საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გვაქვს, უკვე დაიწყეს კრედიტორების დეტალური შესწავლა. დარწმუნებული ვარ მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად მივიღებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. ეს არ არის პირველი წელი როცა ხელისუფლება ჩართული პრობლემების მოგვარებაში. გადაწყვეტილებით დაცული უნდა იყოს, როგორც ფიზიკური პირების ასევე კომერციული თუ სახელმწიფო სექტორის ინტერესები. ცენტრალურ მთავრობასთან კომუნიკაცია გვაქვს და ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე'' - განაცხადა მინისტრმა. 

საოჯახო სასტუმროს მფლობელები უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ და სესხების სუბსიდირებას ითხოვენ. 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი