პეკინში კარანტინს ამკაცრებენ

02 აგვისტო 2021, 14:46 946 ნახვა

ჩინეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის  დედაქალაქ პეკინში  კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელების გამო კარანტინი გამკაცრდება.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ის  55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო პეკინმა ტურისტებს ქალაქში შესვლა აუკრძალა.

გამონაკლისს მხოლოდ ის უცხოელები წარმოადგენენ, ვისაც პი-სი-არ ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, პეკინი არ დატოვოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში